|
2021-07-20 12:55:11, 1069 ნახვა
პოლიტიკა
DI - შს მინისტრის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შეწყვეტით პარლამენტმა დაარღვია კონსტიტუციური ვალდებულება
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ 18 ივლისს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შეწყვეტას საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონსტიტუციური ვალდებულების დარღვევად აფასებს. როგორც DI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შს მინისტრის მოსმენის შეწყვეტა ქმნის განცდას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს მთავრობის თვითნებობის გადაფარვას. ამასთანავე, „დემორატიის ინდექსი - საქართველო“ მიიჩენვს, რომ მმართველი პარტიის მიერ ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი სხდომათა დარბაზში, მინისტრის მოსმენის შეწყვეტის საბაბად გამოიყენება, რაც ქმნის განცდას, რომ უმრავლესობას არ სურდა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის მოსმენა. „პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოსმენის დაწყებას წინ უძღოდა მედიის წარმომადგენლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის და შსს სმინისტრის გადადგომის მოთხოვნის შემცველი საპროტესტო ბანერების და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოების გამოფენა. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის ეს ფორმა ხელს არ უშლიდა სხდომის წარმართვას, საპარლამენტო უმრავლესობამ არ ისურვა პროტესტის ფონზე მინისტრის მოსმენა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით პროტესტი ამორალური იყო და არსებული დესტრუქციის ფონზე საქმიანი პროცესის გაგრძელება შეუძლებელად მიიჩნია. იგივე პოზიცია გააჟღერა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფის სურვილი კითხვა-პასუხის რეჟიმის გაგრძელება იყო, პარლამენტის თავმჯომარემ სხდომა შეწყვიტა. მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული პროტესტის მინისტრის მოსმენის შეწყვეტის საბაბად გამოყენება ქმნის განცდას, რომ მათ არ სურდათ 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის ჩატარება. ამავეს ადასტურებს ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად[2], შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე არ იქნა დაბარებული. მსგავსი პრეცედენტები ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მის საკონტროლო უფლებამოსილებებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს“, - ვკითხულობთ DI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)