|
2021-07-19 15:37:34, 1110 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია, ეს არის საკითხი, რაზეც არ ხდება პოლარიზაცია
ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვაძლიერებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის რიგით მე-17 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია და ეს ერთადერთი საკითხია, რომელზეც პოლარიზაცია და დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება. „საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, განუყოფელია ჩვენი ფასეულობებისგან, ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე, მიუხედავად გამოწვევებისა, და ოკუპაციის გამოწვევის მიუხედავად, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ, ეს არჩევანი, ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ალტერნატივების გარეშეა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვაძლიერებენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)