|
2021-07-12 14:27:09, 581 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: მიმდინარე მოვლენები რუსეთის ინტერესებშია და აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა
,,საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებშია", განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. რატი ბრეგაძის შეფასებით, საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა. ,,2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე... რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში... აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე შეიძლება ვიმსჯელოთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრმა იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზაციაში. „სახელმწიფო არ არის მხოლოდ ხელისუფლების შტოები, სახელმწიფო ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის აქციის მონაწილეებიც - მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს გულწრფელად უნდა, საქართველო იხილოს ევროკავშირში და დასავლურ ცივილიზაციაში - ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს მართვა არის კომპრომისის ხელოვნება და ჩვენ მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და ერთმანეთის გატანით შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც მრავალი საუკუნის მანძილზე მივდივართ", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)