10:13 - 05 Aug, 2026
|
2021-07-12 12:25:16, 674 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე მედიაკორპუსის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. როგორც „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სამართალდამცველებს მიეცათ 5 წუთიანი დრო, რომ შეუშვან ჟურნალისტები ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება. „ჩვენი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობას არ გვაძლევენ. პოლიცია ამბობს, რომ უნდა გასცეს ბრძანება უსაფრთხოების სამსახურმა, რაც არ არის კანონისმიერი, მაგრამ 5 წუთი მივცეთ, რომ შეათანხმონ ჩვენი შესვლის საკითხი, თუ არ მოგვცემენ უფლებას, ვაგრძელებთ პროტესტს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)