|
2021-07-12 12:07:03, 750 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას არც განიხილავენ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ყბადაღებული თემა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო 5-6 ივლისის მოვლენების წამქეზებელი, სიცრუეა. „ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე, დამანახეთ, მომსამენინეთ, სად, რა წააქეზა. პასუხისმგებლობა აღებული აქვს შინაგან სქმეტა სამინისტროს და გამოაშკარავდება ყველა პირი, მიმდინარეობს იმ პირთა დაკავება, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ამასთანავე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება. „პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, თუ ყურადღებით მოისმენთ, ვერაფერს ნახავთ მსგავსს, რასაც აბრალებთ. მან ზოგადად თქვა, რომ აუცილებელია პოლიციამ დაიცვას მოქალაქეების სიმშვიდე და თქვა, რომ თუ გვინდა იყოს სიმშვიდე, მოუწოდა „პრაიდის“ მონაწილეებს, თავი შეეკავებინათ აქციისგან, უშუალოდ ქუჩაში მსვლელობისგან, თორემ მანამდე მთელი კვირის განმავლობაში „პრაიდის“ სხვადასხვა ტიპის აქციები ტარდებოდა და პოლიციამ დაიცვა ყველას უსაფრთხოება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)