|
2021-07-11 13:28:54, 453 ნახვა
პოლიტიკა
ტვ პირველის დირექტორი - პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება
ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებს. მისი თქმით, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოჯახის ვარაუდით, ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. "ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, სრულიად ტვ პირველს. ყველამ ნახეთ ის კადრები, რაც რამდენიმე დღის უკან მოხდა, როგორი ნაცემი იყო. დილას დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში. ყველას გვინდა დადგინდეს ჭეშმარიტება, თუმცა რაც აქ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, მე ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგია. დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან. თვითონ იძახდნენ, რომ სავარაუდოდ თრომბოემბოლია შეიძლება განევითარებინა. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება, ამ ბიჭის გარდაცვალებაზე და იმ ადამიანების დასახიჩრებაზე, რაც ჩვენ ვნახეთ",- თქვა ვატო წერეთელმა. დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)