|
2021-07-10 10:23:29, 7137 ნახვა
პოლიტიკა
ODIHR - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ნაკლოვანებებით ხასიათდება
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანთა უფლებების ოფისი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშს აქვეყნებს. ეუთო/ოდირის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, ნაკლოვანებით ხასიათდება. ამასთანავე, გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს. „მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში. ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)