10:54 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 16:30:37, 1210 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც  „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს  რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება  არაფერ შუაშია.

„წლების განმავლობაში  მომავალს საფრთხეს უქმნის ყველა მოძალადე, ყველა ქუჩაში შლეგად მორბენალი, მარბიელი ორკი.

მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს  რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება  არაფერ შუაშია. ამ ხალხის „რწმენით“ იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება.

 ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში  გამოჯგიმული  კუჭავა, რომელიც  „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!

ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა  ხელისუფლებისგან  გათავხედებული და გაქეზებული  მოძალადეები, და მეორე მხარეს  შეშინებული, დაზაფრული ხალხი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს არჩევანის გაკეთება და უნდა ავირჩიოთ:

ან მოძალადეები და ექსტრემისტების სათარეშო ტერიტორია, ან  ამაყი და გამბედავი საქართველო

ან ღარიბაშვილ-კობახიძე, ან მომავალი

ან ბიძინა, ან ჩვენი შვილების მომავალი

ან რუსეთი, ან ცივილიზაცია!

წელს წერტილი უნდა დაესვას საქართველოს ნგრევას და დაესმევა კიდეც. მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან.

წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! ბევრი იქნება ამ ბრძოლაში და ვიღაც არა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ვინც ბრძოლაში იქნება!“, - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics