|
2021-07-07 12:19:17, 815 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში გვქონდეს თანაცხოვრება და არა ერთმანეთის ატანა
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიბრუნოთ ტერმინი „სამშობლო“, ვიფიქროთ არა ჩვენი ჯგუფის ინტერესებზე, არამედ სამშობლოს ინტერესებზე. უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში უნდა გვქონდეს თანაცხოვრება და არა ერთმანეთის ატანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „თანაარსებობა არის კარგი ტერმინი, რომელზეც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, როცა ღირებულებებზე ვსაუბრობთ. ერთი საკითხი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, ეხება იმას, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მიზანი ხომ არაა ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთის ატანაში იყოს მხოლოდ. როგორც დღეს ვნახეთ, პოლიციას შეუძლია იმის უზრუნველყოფა, რომ ამ ჯგუფებმა ერთმანეთი აიტანონ. თუმცა ჩვენ გვინდა არა ატანა, არამედ თანაარსებობა, რომელსაც რადიკალიზაცია და პოლარიზაცია ებრძვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიბრუნოთ ტერმინი „სამშობლო“, ვიფიქროთ არა ჩვენი ჯგუფის ინტერესებზე, არამედ სამშობლოს ინტერესებზე. უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში უნდა გვქონდეს თანაცხოვრება და არა ერთმანეთის ატანა. როდესაც ამას გააანალიზებენ საზოგადოების ეს ჯგუფები, ყველა მიხვდება, რომ ადამიანი არის სოციუმის ნაწილი და ყველამ ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ამოდიოდეს არა საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან. ვის აწყობს ეს ყველაფერი? გულწრფელად თუ ვუპასუხებთ ამას, ქვეყნის გარეთ ეს აწყობს რუსეთს, შიგნით კი რადიკალიზაცია და პოლარიზაცია აწყობს ჯგუფს, რომლის სახელიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)