|
2021-07-06 17:07:29, 936 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა პირველი მოადგილის პოსტზე თამარ ტყეშელაშვილი წარადგინა
თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას უხელმძღვანელებს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მთავარი პრიორიტეტი სერვისების კიდევ უფრო დახვეწა და ხელმისაწვდომობა იქნება. მისივე თქმით, როგორც ქალი მოადგილე , ის განსაკუთრებით იზრუნებს და მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს იუსტიციის სისტემაში დასაქმებულ ქალთა საკითხებს. თამარ ტყეშელაშვილი პროფესიით იურისტია. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება; იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული ფირმა „MKD Law"-ის პარტნიორი და ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი. თამარ ტყეშელაშვილი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლის სტატუსით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; წარმოადგენდა კომპანიებს: „Société Générale", „Bank of New York Mellon", „NASDAQ OMX", „EBRD", „Western Union", „IBM", „Marriot Hotels International", „New Line Cinema", „NewsCorp" და სხვ. ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თამარ ტყეშელაშვილს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ბრიუსელში, სენტ-ლიუსის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ჟენევის „Graduate Institute"-ში კი – საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში პრაქტიკის მიმართულებებით. თამარ ტყეშელაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)