|
2021-06-24 17:31:47, 1026 ნახვა
პოლიტიკა
TI - მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის შერჩევის პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს. „მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გავლენებისა და კორპორატივიზმის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აქტორები და დარგის სპეციალისტები. კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც წარიმართება ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სასამართლოში. სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ნდობაზე. ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრ გაუცხოებას და ნდობის აშკარა კრიზისს“, - აღნიშნულია TI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი, აღნიშნული შეფასების ანალიზი კი, აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას. „აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია. ვენეციის კომისია, რეფორმების საჭიროების გათვალისწინებითა და კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას სთავაზობდა. ამის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესი გაგრძელდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1 ივნისს გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასებები, ხოლო 17 ივნისის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი. კონკურსის მონაწილეების შეფასებების ანალიზი არაერთი მიმართულებით აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)