|
2021-06-24 13:55:17, 548 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი
გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IPSOS-ის კვლევას, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის". კობახიძის განცხადებით, ამ კვლევით IPSOS-ს სურს მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტიის იმიტომ, რომ „ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში“. „გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე IPSOS-მა ყველას და ყველაფერს ააცილა, ნდობა ამ კომპანიის მიმართ არის მინიმალური. როდესაც პარტიული ტელევიზია უკვეთავს კვლევას, ის დებს იმ შედეგებს, რომელიც „აწყობს“, ეს იყო წინა არჩევნებზე და იგივე ხდება ამ არჩევნებზეც. რა რაოდენობის ხმებს აიღებს „ქართული ოცნება“, ეს საზოგადოებაზე არის დამოკიდებული, ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 43%-ს კარგად გადავცდებით. იმ კვლევაზე დაფუძნებით, რომლის მიმართაც არის ნულოვანი ნდობა, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ეს კვლევა არის ჰაერიდან მოტანილი, არცერთი ციფრის განხილვას აზრი არ აქვს, ეს მხოლოდ აჩვენებს რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიას. მათ სურთ მაქსიმალურად რეკლამირება „ნაცმოძრაობის“ და გახარიასი იმიტომ, რომ ის არის ალიანსში ამ პოლიტიკურ ძალასთან, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა იმ საეჭვო დამთხვევით, რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში. ისინი ახდენენ გახარიას რეკლამირებას, რომ რაღაცნაირად 1-2% წაართვას „ქართულ ოცნებას“. ამით გაიშიფრა „ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის". კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ, გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)