|
2021-06-18 12:03:31, 839 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია კობახიძეზე - დღეს კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერად აირჩიეს
უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირებით აღწერენ ადამიანს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველ გუნდსა და გახარიას შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, ის ახლაც პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. „ადამიანები უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირების დოზით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად და პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იმ ამბების შემდეგ, რისთვისაც ახლა აკრიტიკებენ. მათ შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, ახლა პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია. მნიშვნელობა აქვს, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში, ან რაღაც ინტრიგას ათამაშებს, თუ არა. არც ერთი მათი სიტყვა არ დაიჯერება არც ერთ საქმეში. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამის მკადრებლები არიან და ამ ყველაფერს ჩვენი აწმყოსა და ჩვენი მოქალაქეების მომავლის ხარჯზე აკეთებენ. ადამიანი კურდღელს ეძახის დღეს გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩია. აბსურდულობა და უტიფრობაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გუნდის ღალატში ადანაშაულებს. ამასთან, გუშინ, 17 ივნისს კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გიორგი გახარიას „კურდღელი“ უწოდა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)