|
2021-06-11 17:35:08, 1394 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში
ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, დღეს ეკონომიკის დაფინანსების მთავარ მექანიზმად საბანკო კრედიტი რჩება, რაც არასაკმარისია ჩვენი ეკონომიკის განვითარების მიზნებზე საპასუხოდ. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით, შევქმენით საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბაზა. კაპიტალის ბაზრისათვის კრიტიკულია ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ - მთავრობის ფასიან ქაღალდებში ხშირად უცხოელი ინვესტორები დომინირებენ, რაც ასევე ქმნის ინვესტორთა ბაზას კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისათვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინვესტორთა ზრდის მაღალი პერსპექტივები, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება ემიტენტების მცირე რაოდენობა. ჩვენ სხვადასხვა მექანიზმებით უნდა წავახალისოთ ადგილობრივი კორპორაციები უფრო აქტიურად გამოვიდნენ კაპიტალის ბაზარზე. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო საწარმოებს და მათი კაპიტალის ბაზარზე გამოსვლის შესაძლებლობის ზრდას. ამ არგუმენტითაც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)