|
2021-06-10 11:39:09, 835 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი რობ პორტმანი - ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის გეგმა საქართველოსთვის
ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი გამოცემა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოში, უკრაინასა და ლიტვაში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტზე საუბრობს. როგორც სენატორი აღნიშნავს, მისთვის ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში, რუსეთი ცდილობს დესტაბილიზაციას. „გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენქტორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიტვისა და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოტა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათ მოქალაქეებს სურდათ დემოკრატიული მომავალი მეტი თავისუფლებითა და კეთილდღეობით, თუმცა მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ჩემთვის ამ მოგზაურობაში ყველაზე შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ ამ მოგზაურობაში ყველაზე შემაშფოთებული აღმოჩნდა, რომ იყო რუსეთის განახლებული მცდელობა ამ ახალგაზრდა დემოკრატიის დესტაბილიზაციისკენ წაყვანის. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ დგას, მათ შორის, სამხედრო საფრთხეები საზღვარზე, კობერთავდასხმები და პოლიტიკური ეინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას“, - აღნიშნულია სტატიაში. როგორც რობ პორტმანი აღნიშნავს, საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი უახლვოესი მოკავშირეა რეგიონში და რუსეთის ქმედებებმა უნდა გამოიწვიოს ამერიკის შეშფოთება. ამასთანავე, სენატორი მიმართავს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. „და ბოლოს, საქართველოში ყოფნისას, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ვესტუმრე და უშუალოდ დავინახე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აა მისი უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციის მცდელობები. საქართველო, ამერიკის ერთ-ერთი უახლოვესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებებმა უნდა გამოიწვიოს შეშფოთება. საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრზე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ქვეყნების თანამშრომლობა საარჩევნო, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, რაც უფრო უსაფრთხო მომავლისთვისაა საჭირო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც უკაინასთან, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით, უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვი და დაეხმაროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული ხელშეკრულების შესრულებაში. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წასვლა ხელს შეუწყობს მათ დაცვას რუსეთის აგრესიისგან“, - წერს სენატორი რობ პორტმანი.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)