|
2021-06-08 10:48:54, 364 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს წარმომადგენლებისთვის სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. სწავლების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - ვაჰაგ მურადიანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ხელმძღვანელი - ირინა ჯაფარიძე დაესწრნენ. სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ტრენერისთვის საჭირო უნარების გამომუშავება, რათა შემდგომში სქესობრივ დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად მოხდეს გამომძიებელთა გადამზადება. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია 240-მდე გამომძიებლის გადამზადება, რომლებიც სქესობრივი დანაშაულების გამოძიებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელებენ. ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობის დანაშაულები გენდერულ ჭრილში, სტამბოლის კონვენციისა და სხვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების წარმართვა. სწავლების მონაწილეები ასევე გაეცნობიან სქესობრივ დანაშაულებზე კასკადური ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიას. ტრენინგი ეფუძნება სექსუალური ძალადობის გამოძიების, დევნისა და სასამართლო განხილვის შესახებ სახელმძღვანელოს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და ორგანიზაცია "Equality Now"-ის მხარდაჭერით შემუშავდა. სწავლება ევროპის საბჭოს პროექტის - “ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში”, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია "Equality Now"-ის ხელშეწყობით ტარდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლებლობების ხელშეწყობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა დასჯას და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)