|
2021-06-07 16:40:10, 424 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ თომას მიულმანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში. ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ელჩის ვიზიტი აჭარაში, სწორედ ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნა და ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ზუტნერის გამოფენის მოწყობა.თორნიკე რიჟვაძე ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ თომას მიულმანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში. ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ელჩის ვიზიტი აჭარაში, სწორედ ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნა და ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ზუტნერის გამოფენის მოწყობა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)