|
2021-06-07 14:40:56, 571 ნახვა
პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი დაასახელა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს ასახელებს. ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიციის არაკოორდინირებული და გაუმჭვირვალე ქმედებების შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა მოიპოვა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა: ერთი მხრივ, ოპოზიციამ შეწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რაიმე კონკრეტული ცვლილებების გარეშე. ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების გადანაწილება – პირველ რიგში თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება. უკვე დაიწყო დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება ხელისუფლებას მოუგოს თბილისის მერის არჩევნები: უმრავლესობა თანხმდება იდეაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, კონკრეტული კანდიდატის შერჩევა აღარ უნდა მოხდეს ფარულად, პოლიტიკური პარტიების ვიწრო წრეში (როგორც მაგალითად გადაწყდა შარლ-მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერა). სწორედ ამიტომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ვთავაზობთ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად წარვადგინოთ ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა. ზაზა ხატიაშვილი მაქსიმალურად მისაღებია ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან, აქვს შეუბღალავი რეპუტაცია, როგორც კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და მებრძოლ ადამიანს, რაც მთავარია აქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არჩევნებში გამარჯვების გამოცდილება 2013 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ მმართველი გუნდი და უშიშროება ლობირებდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებში. მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ოპოზიციურ სპექტრს მოვაწყოთ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა. განვიხილოთ როგორც ზაზა ხატიაშვილის, ასევე ყველა ის კანდიდატურა, რომელიც ასევე შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი და საბოლოოდ შევთანხმდეთ საუკეთესო მათგანზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გოჩა ჯოჯუა; „ქართული არჩევანი“ – ბეჟან გუნავა; „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ – მამუკა ტუსკაძე; „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა;
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)