|
2021-05-30 13:22:25, 878 ნახვა
პოლიტიკა
საშემოსავლო გადასახადების გადახდა სულ მცირე ექვსი თვით კიდევ გადავადდეს - გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მიმართავს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პირველი ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელებს საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ, რაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოვლად მიუღებელია . გიორგი ვაშაძე ირაკლი ღრიბაშვილს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანებზე არსებული შეღავათების კიდევ ექვსი თვით გადავადება. „მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის სრულად გადახდა, რაც ამ არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელ;ი და წარმოუდგენელია. ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები რაც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ქვეყანაში კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგინა ბევრი სამუშო ადგილი და რაც არის დარჩენილი იმის შენარჩუნება არის ამოცანა ნომერი პირველი. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ ექვსი თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ეს შეღავათები კვლავ იმ კატეგორიაზე ვისზეც ვრცელდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე. რატომ იგვიანებთ? რატომ არ აკეთებთ ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)