|
2021-05-24 11:45:57, 686 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - „ნაცმოძრაობა“ რთული დილემის წინაშეა, პარლამენტში შესვლა-არ შესვლა მათთვის თანაბრად პრობლემურია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რთული დილემის წინაშე დგას. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი მათთვის თანაბრად პრობლემურია. „ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“. რადგანაც მკითხეთ, მე გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შემუშავდა, მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ განეხორციელებინათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, რთული დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არც შესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის, იმიტომ რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)