|
2021-05-21 13:13:30, 848 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები არ მაქვს, მან დატოვა პოლიტიკა, რაც ზოგისთვის რთული დასაჯერებელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არც პირისპირი და არც სატელეფონო კომუნიკაცია არ აქვს. როგორც კახა კუჭავამ ბრიუსელში, EURACTIV-თან საუბრისას აღნიშნა, ზოგიერთისთვის დაუჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, თუმცა მისივე თქმით, დროის გასვლასთან ერთად, ამის დაჯერება უფრო მარტივი გახდება. „ქართული ოცნება“ უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშეა. ბოლოს მე ის არჩევნებისას, 31 ოქტომბრის საღამოს ვნახე. მე მასთან შეხვედრები არ მაქვს, არც შეტყობინებებს ვუგზავნი, არც ტელეფონზე ვესაუბრები. არ მაქვს კონტაქტი. მან დატოვა პოლიტიკა. ეს შესაძლოა ზოგიერთისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ამის დაჯერება მარტივი იქნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)