15:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:51:21, 444 ნახვა

პოლიტიკა
საბაჟო დეპარატამენტის უფროსმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილესთან ჯავად გასიმოვთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს  შორის გამშვები პუნქტების შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში, ახალი, ერთობლივი  საბაჟო გამშვები პუნქტის -  “აბრეშუმის გზა – იპეკ იოლუს” მშენებლობის პროექტი განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო პროექტის ფარგლებში,  საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის,  თანამშრომლობის შესახებ, სამმხრივი შეთანხმების  განხილვას.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ყურადღება დაუთმეს გლობალური პანდემიის პირობებში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი დანაყოფის მიერ  მიღწეული დადებითი შედეგების და ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებს.

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ბარამია ესწრებოდნენ,   აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ მოსაზღვრე მხარეს ,,სინიქ ქიორპუში“გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics