15:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 14:25:26, 663 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის საკითხს განიხილავს

„ევროპული საქართველოს“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭო სამ ძირითად თემაზე იმსჯელებს.

მისივე თქმით, პირველი, ეს არის პარტიის პოზიცია, ჩაერთვება თუ არა ის საპარლამენტო საქმიანობაში, მეორე ეს არის მოახლეობული ადგილობრივი არჩევნები და პარტიის სტრატეგია, ხოლო მესამე იქნება საწვავის გაზრდილი ფასი და ის კამპანია, რომელიც პარტიამ უნდა აწარმოოს, რათა ხელისუფლებას აიძულოს მინიმუმ აქციზის გადასახადის გაუქმება.

„დღეს პოლიტსაბჭო იმსჯელებს სამ ძირითად საკითხზე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პარტიის სახელით მიიღებს თუ არა ჩვენი დეპუტატები პარლამენტის მუშაობაში, ანუ პარტია შეუერთდება თუ არა პარლამენტში შემსვლელ პარტიათა რიგს. მეორე საკითხი არის პარტიის სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებისათვის მოსამზადებლად და სხვა პარტიებთან კოორდინაციის პირობები. მესამე საკითხი, გაძვირებული საწვავის ფონზე რა კამპანია უნდა ჩაატაროს ევროპულმა საქართველომ, რომ მოსახლეობის ჩართულობა და ყურადღება გაიზარდოს, რათა მივაღწიოთ ხელისუფლების მხროიდან მინიმუმ აქციზის გადასახადის გაუქმებას მაინც, რომელიც 40 თეთრიან შეღავათს მაინც მისცემს ამ მძიმე ვითარებაში ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბობოხიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics