15:12 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 22:43:59, 721 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო პარლამენტში შესვლაზე კვირის დასაწყისში იმსჯელებს

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო პარლამენტში შესვლაზე კვირის დასაწყისში იმსჯელებს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ტელეკომპანია „პირველის“ ერთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში, როგორც დროებით ორგანოში შესვლის ლოგიკა მისაღებია.

„პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე კიდევ გვექნება მსჯელობა, კვირის დასაწყისში გვაქვს პოლიტსაბჭო.

ჩვენი აზრით, ლოგიკური არაა, თუ ამ შეთანხმებაში გამოსავალს ვერ ხედავ, შეხვიდე პარლამენტში, რადგან ყველა ოპოზიციური პარტია ვთანხმდებოდით და მგონი ახლაც არ შეუცვლიათ აზრი, ელისაშვილს არ ვგულისხმობ, რომ არალეგიტიმიურია ეს პარლამენტი, არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ამიტომ, ამ პარლამენტში შესვლის აზრი, შეიძლება იყოს იმაში, თუ თვლი, რომ დროებითი პარლამენტია, დროებითი ორგანოა, ინსტრუმენტია და ამ შეთანხმებისთვის ვაკეთებ ამას.

ეს ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, ოღონდ, ბუნებრივია, მე არ ვეთანხმები, რომ ეს შეთანხმება ამად ღირდა, რბილად რომ ვთქვა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics