|
2021-05-13 15:17:41, 674 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ვთვლი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
დღევანდელი მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მოცემულობით ქვეყანაში აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვიოლთან ბრძოლაში მათი მთავარი ბერკეტი იყო. „არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პარტიებმაც სერიოზულად იმუშაოს და მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა. ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს შეიქმნა ქვეყანაში იმის შემდეგ, როდესაც გაფორმდა გარკვეულ პარტიებთან შარლ მიშელის მიერ შეთანხმების დოკუმენტი, დღევანდელი მოცემულობით აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც ვამბობდით, რომ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ის იყო ამ ბრძოლაში, რომ ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი და ეს მოცემულობა აღარ არის, მე ვთვლი, რომ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა. რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამაზე პარტიაში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიაა, როგორც ნიკა მელია იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ამ მეთოდით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ასევე არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)