|
2021-05-12 12:16:12, 573 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სკეპტიკურია მერის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის დასახელების მიმართ. როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, აუცილებელია კოორდინაციის რაღაც ფორმა ოპოზიციაში და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი. „მე ჯერ ნიკასთან არ მილაპარაკია, სანამ ადამიანთან არ ისაუბრებ მანამდე საბოლოო სიტყვის თქმა მიჭირს, როგორც ასეთი, თუმცა სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან და დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციაში არსებობს, თუმცა კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ. ჩვენ ახლა გვჭირდება 3 600 დამკვირვებელი, რაზეც მგონია რომ ოპოზიციამ ერთად უნდა იზრუნოს და ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)