13:00 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 15:54:35, 643 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს

„დიდი ალბათობით, არა“, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა თავს თბილისის მერობის კანდიდატად.

როგორც მან აღნიშნა, კარგი გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მზად არის, საკუთარი ამბიციები უკან გადაწიოს.

„საბოლოო გადაწყვეტილებებს ვერ ვიტყვი, ჩემს პოლიტსაბჭოსთან უნდა იყოს განხილული ეს საკითხი, სადაც არის განსხვავებული აზრები. ვფიქრობ, ახლა ის დროა, ცოტა ჩემს პერსონალურ და ჩემი გუნდის როლს ვხედავ იმაში, რომ მაინცდამაინც ჩვენ კი არ ვიყოთ ყველგან, ჩამოვაყალიბოთ კარგი, მძლავრი გაერთიანება. ჩემთვის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და არა პერსონალურად ჩემი გამარჯვება.

პირდაპირ ვამბობ, რომ თუ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, მე მზად ვარ, ამბიციები უკან გადავწიო და შტაბის უფროსად დავუდგე მესამე ცენტრს, ყველა იმ კანდიდატს, ვინც უნდა მოიგოს საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics