13:01 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 16:55:21, 888 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძესაც განიხილავს

გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდის მხრიდან განცხადებები უახლოეს მომავალში გაკეთდება.

„უმრავლესობაში მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას და შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics