11:33 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 11:36:56, 711 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა

დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ შესრულდება შეთანხმების ყველა პუნქტი, გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები და განხორციელება შეთანხმება.

„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩინო საკუთარი ხელისუფლება, ეს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, ასევე მისი სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მინდა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში, ჩვენ ვნახავთ ერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში ვნახავთ, ასევე გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების განხორციელებას, მისი სულისკვეთების განხორციელებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics