|
2021-04-26 11:03:22, 695 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. გერმანელმა დიპლომატმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას, როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, გერმანიის მთავრობა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ენერგეტიკის/ენერგოეფექტურობის, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, პროფესიული განათლების, გარემოს დაცვის სექტორებში, აგრეთვე, მხარდაჭერას უწევს სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში გერმანიის მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებისთვის, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)