|
2021-04-24 15:51:27, 1047 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - 15 მაისის აქცია არ გადადებულა, თუმცა შეიძლება ფორმა შეეცვალოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქცია კვლავ ძალაშია. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შესაძლოა აქციის ფორმა შრიცვალოს, თუმცა ამის თაობაზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები არ გამართულა. „ჯერჯერობით 15 მაისის აქცია არ გადადებულა და ძალაშია. ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს და შევიდნენ პარლამენტში. უახლოეს პერიოდში გავმართავთ მათთან შეხვედრას, რომელიც იქნება დაკავშირებული სწორედ ამ საკითხთან - იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მე მესმის მათი დამოკიდებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ კრიზისის განმუხტვის კუთხით მნიშვნელოვნად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება. წარმოუდგენელია თავმჯდომარის ციხეში ყოფნის პირობებში პარტიამ რაიმე გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. ამიტომ შევხედოთ, 15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა შეეცვალოს, სახელი ან სხვა, თუმცა სხვა პარტიებთან ჯერჯერობით კონსულტაციები არ გაგვიმართავს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)