|
2021-04-24 12:21:17, 895 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - სალომე სამადაშვილი ნამდვილი გმირია, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, მისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვიოლა ფონ კრამონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას აფასებს და პოლიტიკოსს, ნამდვილ გმირს უწოდებს. „ნამდვილი გმირი. სალომე სამადაშვილი იმასხურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ, ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, თუმცა დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა პარტიის ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა დააფიქსირა.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)