|
2021-04-24 11:15:04, 555 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვიდეოკონფერენციის ფორმატის შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, აგნე ბილოტაიტესთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას 2021-2022 წლებში. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტით განსაზღვრულ სფეროებში, როგორიც არის: საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული განათლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოება და სხვ., თანამშრომლობას განახორციელებენ საერთო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის, გამოცდილებისა გაზიარების, სამუშაო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზების გზით. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)