|
2021-04-23 12:35:08, 485 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა ვაია, არ გამოვა ვუია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა. როგორც მან აღნიშნა, მისი შეფასებით, პარტია „ლელოს“ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან, შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება. „ნიკა მელია ამ შემთხვევაში დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება „ლელოს“ მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად „ლელომაც“ ხელი მოაწერა. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რაც წერია პოლიტიკურ შეთანხმებაში ამნისტიის შესახებ კანონით იგი უნდა გამოვიდეს, ან ევროსაბჭოს მიერ შეთავაზებული გირაოთი უნდა გამოვიდეს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მზად არიან, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)