10:16 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 14:30:23, 771 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას - შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან

შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში დეპუტატებმა ხალხზე იფიქრონ, კიდევ მიდის უაზო გაჯიუტება და ამასობაში, გაუბედურდა ქვეყანა.

„იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შევიდეთ და ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ მიდის ეს რაღაც უაზრო გაჯიუტება. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დასტური, მეტი არაფრის. იმის მაგივრად, რომ ამოვისუნთქოთ, ერთანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბა მოიკითხოს ერთი რა გახდა ბენზინის ფასი, აბა შეხედოს ლარის და დოლარის კურსს. ეს კრიზისის ბრალია, მათ შორის იმის ბრალია, რომ ამაზე არ ვლაპარაკობთ. 6 თვეა ვლაპარაკობთ ეს გირაო - ის გირაო, არ გადავიხდი, შევალ - არ შევალ, გაუბედურდა ამასობაში ეს ქვეყანა და დღის წესრიგი არის ახლაც ეს, რომ ამნისტია ესე, ამნისტია ისე. შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი იმ ციხიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics