|
2021-04-22 13:24:46, 481 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და თამარ კორძაიას სარჩელების განხილვა გადაიდო
საკონსტიტუციო სასამათლოში სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა გადაიდო. პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვა არაუადრეს ორი კვირისა უნდა გაიმართოს, კონკრეტულ თარიღს კი, საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტი დაადგენს. განხილვის ორი კვირით გადადების შუამდგომლობა თამარ კორძაიას წარმომადგენელმა, საბა ცაგარეიშვილმა დააყენა. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)