10:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 18:42:51, 495 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ნიკა მელიას არ და ვერ დავაყვედრი, რომ მის გათავისუფლებას ხელი მოვაწერეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნიკა მელიას არ დააყვედრის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გათავისუფლდება.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა შეთანხმებას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ეს საზოგადოების შეკვეტაა.

„ამ შემთხვევაში მელია არ წარმოადგენს იმ პირს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მათ სააკაშვილი კარნახობს. მე არ მაქვს ის განწყობა, რომ მელიას მიმართ პატიებას არ ვუშვებ, არც ვაყვედრი და ვერც დავაყვედრი რეალობიდან გამომდინარე იმას, რაზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს იმიტომ კი არ კეთდება, რომ რომელიმე პარტია გრძელსულოვანია მეორე პარტიის მიმართ, ეს კეთდება იმიტომ, რომ საზოგადოების შეკვეთაა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics