|
2021-04-21 12:33:53, 589 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი მზადაა, რომ გადაიხადოს მელიას გირაო, ეს ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო
ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს ნიკა მეილას გირაო და მიკვირს, რომ მის გარშემო შემოკრებილები, უარს აცხადებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნლაისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა და გათავისუფლება „ქართული ოცნების“ კომპრომისული გადაწყვეტილება იყო. „ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს გირაო და მე მიკვირს, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ვინც არიან მის გარშემო შემოკრებილი, უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც დგამს ევროკავშირი. ესეც ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, გამოდის, რომ ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის, გარკვეულწილად. ამ ამნისტიასაც ის არასამართლიანად თვლის სავარაუდოდ და არ ვიცი აპირებს თუ არა დაეთანხმოს საბოლოო ჯამში. ეს ბოლოს და ბოლოს არის მისი გადასაწყვეტი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)