|
2021-04-21 09:42:03, 648 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები - მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება
ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს და გვიხარია, რომ ექვსი თვის შემდეგ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივ განცხადებაში წერია. სენატორები მოუწოდებენ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ 19 აპრილს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმება. „გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი ქვეყნის შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ჯინ შაჰინი აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)