|
2021-04-20 18:32:56, 562 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არის მომენტი გაერთიანების და არა დაყოფის
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როცა არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი გამოწვევაა, რომელსაც სჭირდება პარლამენტში ერთიანი ძალისხმევით მუშაობა. „რაც შეეხება შეთანხმების შესრულებას, შემიძლია ჩვენი გუნდის სახელით დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება. ჩვენ ვართ მაქსიმალურად მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრე და რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როცა არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა და გამოწვევა და ამ გამოწვევას სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა პარლამენტში იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალური მუშაობის რეჟიმს“, - განაცხადა ირაკი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)