|
2021-04-20 16:46:07, 757 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი შეთანხმებაზე - საზოგადოება იყო დაღლილი, შეურაცხყოფილი და დღევანდელ დღეს ამოისუნთქა
საქართველოს საზოგადოება პოლარიზაციით, გაუთავებელი არეულობითა და დაპირისპირებებით იყო გადაღლილი და შეურაცხყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელ დოკუმენტზე ხელმოწერით საზოგადოებამ ამოისუნთქ და იგრძნო, რომ დღევანდელი დღე - გამარჯვების დღეა. „დღეს დილიდან ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს და ეს იქნება და არის უკვე, ნამდვილად ყველას გამარჯვება. პირველ რიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებითვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი კიდევაც გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით და თუნდაც შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველმა ვიცით, იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები, ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)