|
2021-04-20 12:20:53, 761 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ჯო ბაიდენს საქართველოდან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გაწვევისკენ მოუწოდებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საქართველოდან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გაწვევისკენ მოუწოდებს. როგორც შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინდელმა დღემ დაარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები. „გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მფარველებიც და მოკავშირეებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს და ან საქართველო მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება. მოვუწოდებ პრეზიდენტ ბაიდენს, დროზე გაწმინდე ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პრო-ტრამპისტული ელემენტებისგან. ტრამპიზმი ნიშნავს პრო-პუტინიზმს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს ტრაგიკული უწოდა. „მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომელმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები, მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად, საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით, დემოკრატიის სურვილით და ყველა დადებითი პოზიტიური პარამეტრით, რომელიც ჩვენს გარშემო ჩამქრალი იყო და მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამონო შედეგი, რომელიც არ არის კატასტროფა, რადგანაც ძირითადი პოლიტიკური ძალები, ამ წუთისათვის პარლამენტნტში არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა, თავისი გარემოცვიდან“, - დასძინა შალვა ნათელაშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)