|
2021-04-15 12:10:39, 660 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, რომ მოლაპარაკების პროცესში კონსტრუქციული მიდგომა გამოავლინოს, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. როგორც მან აშშ-ში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. „რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს. ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესების განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც, მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, პრინციპების დაცვით. მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომელიც დღემდე გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება არის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში. ყველა დეტალზე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა, ეს რჩევები ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)