|
2021-04-14 12:40:19, 538 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს
„ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უალტერნატივოა. „ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ჩემთვის, როგორ პარლამენტის წევრისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება. ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვის გამოწვევებზე, სამწუხაროდ, ეს ესე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული დოღი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების" როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს“, - განცახადა ბექა ლილუაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)