|
2021-04-14 11:28:27, 636 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: თუკი ნახავენ, რომ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა არეულობის მოწყობისა, მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა
თუ ოპოზიცია არეულობის მოწყობის შესაძლებლობას ამოწურავს, მოუწევს პარლამენტში შემოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება თავად ნიკა მელიას ხელშია. „ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა არ ყოფნის საკითხი თუკი მათთვის გადამწყვეტია, ეს გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია. გუშინ იყო მცდელობა სხვანაირად მიესაღებინათ ეს კიდევ ერთხელ ჩვენი მოსახლეობისთვის, საკითხი არის უმარტივესად - პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, იმ შემთხვევაში თუკი ნიკა მელია განაცხადებს თანხმობას, რომ მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოში, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა, თავის მხრივ, მზად არის მიმართოს სასამართლოს. ერთადერთი შესაძლებელია, რომ თუკი ისინი ნახავენ, რომ ყველა შესაძლებლობა ამოწურეს ქვეყანაში არეულობის მოწყობისა, მაშინ მოუწევთ, გინდა არ გინდა, პარლამენტში შემოსვლა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)