|
2021-04-13 15:46:43, 469 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი კულება - გვჯერა, რომ ნატო შეასრულებს საქართველოსა და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემულ დანაპირებს
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ საქართველოსა და უკრაინას პირობა მისცა, გვჯერა, რომ ალიანსი შეასრულებს დანაპირებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინითვის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია. „2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ პირობა მისცა საქართველოსა და ურაინას და ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი არის ინსტიტუტი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ და ის შეასრულებს დანაპირებს. ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია და სხვა კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება“, - განაცხადა დმიტრი კულებამ. ამასთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ხელსაწყო იმისთვის, რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. „პარტნიორებმა, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უკრაინაში რუსეთის შეჩერებაში, სადაც ის ამჟამად არის. როდესაც მეკითხებიან, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი, მე ვპასუხობ, რომ არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ხელსაწყო იმისთვის, რომ არა მხოლოდ არ გადადგას მეტი ნაბიჯი რუსეთმა, არამედ იმისთვისაც, რომ გაიყვანოს საკუთარი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიან“, - დასძინა დიმიტრი კულებამ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)