|
2021-04-13 11:21:47, 503 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს
მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ მაქვს, ვინაიდან ყველა ვთანხმდებით, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. ნიკა მელია ადგილზე უკვე მიიყვანეს. საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები, ამასთანავე ადგილზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)