|
2021-04-12 13:27:11, 861 ნახვა
პოლიტიკა
კონკრეტულ საქმეს ან პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება - აშშ-ში წასული მოსამართლე განმარტებას აკეთებს
ჩემი წასვლა სისტემიდან კონკრეტულ საქმეს ან პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება, - ამის შესახებ აშშ-ში წასული მოსამართლე, მაია სვანაძე სოციალურ ქსელში წერს. მაია სვანაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და მასთან ცხოვრება გადაწყვიტა. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა. რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლათ გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობასში პატივი მქონდა ღირსეულად მემსახურა საქართველოს მოქალაქეებისთვის თბილისის საქალაქო და სხვა რაიონულ სასამართლოებში. ამ პერიოდში მომეცა საშუალება შევხვედროდი ძალიან ბევრ გონიერ მოსამართლეს, ადვოკატსა თუ სასამართლოს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრირებაში და იბრძვიან თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისათვის. მე ვარ უაღრესად მადლიერი რადგან მქონდა ასეთი განსაკუთრებული პრივილეგია და საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შემეტანა ქართული სასამართლოს განვითარებაში“, - წერს მაია სვანაძე სოციალურ ქსელში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)