|
2021-04-09 17:37:58, 1187 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - ვწუხვარ გალის რაიონის 4 მცხოვრების გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ადგილობრივი მოსახლეობის ტკივილს ასახავს
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე. „ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო მათი ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და მან უპირობოდ უნდა დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევეროკავშირის მონიტორინგის მისია“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 4 პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა. მდინარის ადიდების გამო - ოთხივე მათგანი დაიხრჩო.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)