|
2021-04-09 14:00:20, 763 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით, გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა. დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, პარლამენტში, პარტიებმა კი მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. რასაკვირველია, სწორია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილი, რომ მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)